დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა შექმნას საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა ემოციურად უსაფრთხო გარემო
28.11.2022

საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი ვალდებულია, უსაფრთხო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო შექმნას და პროცესებიც შესაბამისად წარმართოს.  

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ გარემოს, რომლის შესაქმნელადაც პედაგოგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემდგომი გარემოებები:

  1. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყოფს ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნას თითოეული ბავშვისთვის.
  2. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას. ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განვითარების დონეს, ტემპერამენტს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, ინტერესებს, კულტურულ მახასიათებლებს, შესაძლებლობებს.
  3. აღმზრდელ-პედაგოგი თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ზრუნავს თითოეული ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე.
  4. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს ბავშვებს თანატოლებთან და უფროსებთან კეთილგანწყობილი, მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
  5. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ისაუბროს საკუთარ და სხვის ემოციებზე, დამოკიდებულებებზე, ქცევასა და ინტერესებზე. ხელს უწყობს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვასა და მოვლენის სხვისი თვალთახედვით დანახვაში.
  6. აღმზრდელ პედაგოგი ბავშვებთან ურთიერთობისას გაწონასწორებული და კეთილგანწყობილია.
  7. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას იყენებს ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიებს; უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ჯგუფის წესების შექმნაში, ყოველდღიურად მუშაობს ამ წესების დასწავლასა და გამოყენებაზე, ახორციელებს სოციალურ-ემოციური განვითარების მხარდაჭერას, თვითრეგულაციის ხელშეწყობას, უკუკავშირზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტების პოზიტიური გზით მოგვარებას; პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს; უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ჯგუფის წესების შექმნაში, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტების პოზიტიური გზით მოგვარებაში.
  8. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვს ასწავლის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას კომუნიკაციის, პრობლემის ანალიზისა და ურთიერთშეთანხმების გზით.
  9. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და პრაქტიკაში იყენებს ტრანზიციების/გარდამავალი პერიოდების მართვის პრინციპებს.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

საბავშვო ბაღი ვალდებულია, გამოყოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი

ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა მისწვდეს საჭირო ნივთს - დოკუმენტში გაწერილი უსაფრთხო გარემოს სტანდრტები საბავშვო ბაღებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი