ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვისათვის მნიშვნელოვანია, სააღმზრდელო დაწესებულების გარემო უზრუნველყოფდეს აღსაზრდელის ჯანმრთელობის გართულების პრევენციას, ასევე სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალს განსაკუთრებით კი აღსაზრდელს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები პირველადი დახმარების შესახებ - ამის შესახებ ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოშია ნათქვამი.
ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, აღმზრდელებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ, თუ ბავშვს აქვს გულყრა, გარეგანი სისხლდენა, ასთმა და ა. შ.
სააღმზრდელო დაწესებულებაში და კონკრეტულ ჯგუფში უნდა არსებობდეს პირველადი დახმარების ჯანდაცვის ყუთი, რომელშიც უნდა იყოს პირველადი დახმარების ნივთები, როგორიც არის: ბინტი, ბამბა, სამედიცინო სპირტი, რეზინის სახვევი...
პირველადი დახმარების ნივთები უნდა იყოს თავდახურულ ყუთში, აღსაზრდელებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პირველადი დახმარების დროულად აღმოჩენისათვის სააღმზრდელო დაწესებულების სამედიცინო ყუთში მუდმივად უნდა ინახებოდეს: სამედიცინო ხელთათმანი (რამოდენიმე), პინცეტი, მაკრატელი, თერმომეტრი (ტემპერატურის გასაზომად არა მინის), სამედიცინო პლასტირი, მზა სტელირული საფენები, რეზინის სახვევი, საბავშვო სიცხის დამწევი სიროფი, ფიზიოლოგიური ხსნარი თვალის გამოსარეცხად, სპირტი, ბამბა, ბეტადინი ან ბრილიანტის მწვანე და ასევე სხვა სპეციფიური ნივთები, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ ნივთებზე კი მითითებული უნდა იყოს ბავშვის სახელი და გვარი, მოხმარების წესი.
აღმზრდელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ყველა ბავშვის ფაილში ვისაც სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, უნდა ინახებოდეს მშობლისა და ექიმის მიერ ხელმოწერილი ფურცელი, რომლის საშუალებითაც განსაზღვრული იქნება აღსაზრდელის ჯანმრთელობის მართვისათვის საჭირო პროცედურები.
აღსაზრდელის წარმომადგენლის მიერ ნებისმიერი მედიკამენტის (ექიმის დანიშნული) სააღმზრდელო დაწესებულებაში მოტანის შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა ინახებოდეს სპეციალურ კოლოფში. მასზე აღნიშნული უნდა იყოს მოტანის თარიღი რეცეპტის ასლთან ერთად, სადაც მითითებული იქნება: ბავშვის სახელი და გვარი, რეცეპტის გაცემის თარიღი, რეცეპტის გამცემი ჯანდაცვის სპეციალისტის რეკვიზიტები, მედიკამენტის მიღების წესი, შენახვის წესი, მედიკამენტის სახელი და დანიშნულება. ასევე იმ პირის სახელი, ვინც აღსაზრდელის სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პასუხისმგებელი იქნება მედიკამენტის მიცემაზე.
საბავშვო ბაღში ყველა მედიკამენტი უნდა ინახებოდეს მითითებულ ტემპერატურაზე, აღსაზრდელებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მნიშვნელოვანია, აღმზრდელებმა იცოდნენ იმ სიტუაციების ამოცნობა, როდესაც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება.
აღმზრდელი უნდა დაუკავშირდეს და გამოიძახოს სასწრაფო დახმარება თუ:
სასწრაფო დახმარების ნომერი უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღის აღმზრდელი გამოიძახებს სასწრაფო დახმარების სამსახურს, უნდა დაუკავშირდეს ბავშვის ოფიციალურ მეურვეს. მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღსაზრდელის მშობლების ან მეურვის ტელეფონის ნომრები.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღი ვალდებულია, გამოყოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი