ქალაქ ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც სპორტული ტანვარჯიშის საბავშვო ბაღებში დანერგვას გულისხმობს.
„აღნიშნული პროექტი განხორციელდება სასკოლო მზაობის ჯგუფებში, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, დადებით გავლენის მოახდენს ბავშვის განვითარებაზე, ფიზიკურ სიძლიერეზე, მოქნილობაზე და კოორდინაციაზე. ტანვარჯიშის აქტივობას ბაღებში განახორციელებს ტანვარჯიშის მწვრთნელი ზაზა ვარდიძე“, - იუწყება ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 29 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც სააღმზრდელო პროცესს 2 000 ბავშვი გადის.
იხილეთ ასევე:
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა