დღის თემა
etaloni.ge
ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება - რა პირობა დადო თბილისის საკრებულომ
29.12.2022

ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა ღონისძიებები, მეთოდოლოგის დახვეწა, სტანდარტების შესაბამის კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება - ეს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რომელიც თბილისის საკრებულომ დადგენილებაში, - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ჩაწერა.

თბილისის საკრებულოს მიერ 2022 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაგეგმილია საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შშმ პირებზე ადაპტირება და სხვა ღონისძიებები.

პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება, სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

სკოლამდელი აღზრდის სფეროში დაგეგმილია ასევე მართვის პოლიტიკის განხორციელება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა, სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაშიც იგულისხმება ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა და არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა.

იხილეთ ასევე:

1 აღმზრდელი 15 ბავშვზე - რამდენი ბავშვი და რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში

„ვინც ახლა საბავშვო ბაღში მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი