დღის თემა
etaloni.ge
ერთი აღმზრდელი 15 ბავშვზე - რამდენი ბავშვი და რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში
17.11.2022

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით განსაზღვრულია, რა ასაკის რამდენი ბავშვი უნდა იყოს ბაღის თითოეულ ჯგუფში.

კანონი არეგულირებს ასევე, რამდენი აღმზდრელ-პედაგოგი უნდა იყოს ჯგუფში ბავშვების რაოდენობის მიხედვით.

კანონის ჩანაწერით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

  • 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;

  • 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა; 

  • 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.

სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე. ამ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:

  • 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:13-ზე მეტი;

  • 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი;

  • 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი;

  • სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი.

იხილეთ ასევე:

რეგიონებში ყველაზე ბევრი ბავშვი ქუთაისის ბაღებს ჰყავს, ყველაზე ცოტა კი ლენტეხს - ბაღების, აღსაზრდელებისა და აღმზრდელების სტატისტიკა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი