დღის თემა
etaloni.ge
აქვს თუ არა მშობელს უფლება, ბავშვი საბავშვო ბაღიდან დროზე ადრე წაიყვანოს
15.12.2022

აქვს თუ არა საბავშვო ბაღის დირექტორს უფლება, მშობელს უთხრას, 5 საათამდე არ გაგატან ბავშვს და ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში? - სოციალურ ქსელში დასმულ ამ კითხვას განსხვავებული კომენტარები მოჰყვა. ზოგმა კანონი მოიშველია და მშობელს აუხსნა, რომ არ ჰქონდა უფლება ბავშვი დროზე ადრე გაეყვანა, ზოგმა კი დაიქადნა, ჩემს შვილს როცა მინდა, მაშინ წამოვიყვანო...

როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, აღნიშნულ საკითხს კანონი არ არეგულირებს. საბავშვო ბაღი კი საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამუშაო საათები დილის 9-დან საღამოს 6 საათამდეა. რაც შეეხება ბავშვის დროზე ადრე წაყვანის საკითხს, მშობელს შეუძლია, როცა უნდა, მაშინ წაიყვანოს. მთავარია, მშობელმა წინასწარ ჩააყენოს საქმის კურსში ბაღის ადმინისტრაცია ან მისი აღმზრდელი. ბაღი კი ინფორმირებული უნდა იყოს თუნდაც იმის გამო, რომ იცოდეს, მაგალითად, რა რაოდენობის საკვები დაამზადოს.

„საბავშვო ბაღები მუშაობენ 9-დან 6 საათამდე. ეს არის საჯარო დაწესებულება და კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო საათები. ბავშვის ბაღიდან ადრე გაყვანის საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს, თუ არ არსებობს კონკრეტული მიზეზი - ან ჭამა არ აქვს დამთავრებული ბავშვს, ან სძინავს, ან ღონისძიებისთვის ემზადებიან... თუ ბავშვის ბაღიდან ადრე გაყვანას სისტემატიური ხასიათი აქვს, მშობელმა ბაღის ადმინისტრაცია საქმის კურსში უნდა ჩააყენოს წერილობითი მიმართვით“, - გვითხრეს თბილისის საბაშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა იზრუნოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მშობლის განათლებაზე

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი