ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანება საბავშვო ბაღებებში საახალწლო საჩუქრებს დაარიგებს.
როგორც აღნიშნული გაერთიანება იტყობინება, პატარებს ახალ წელს მიულოცავს და ტკბილეულით დაასაჩუქრებს საყვარელი თოვლის ბაბუა.
საახალწლო ღონისძიება 23 დეკემბრიდან დაიწყება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სულ 16 საჯარო საბავშვო ბაღი და 670 აღსაზრდელია.
თოვლის ბაბუას საბავშვო ბაღებში საჩუქრების დასარიგებლად განრიგი აქვს შედგენილი.
23 დეკემბერს თოვლის ბაბუა სოფელ პირველი ობჩასა და მეორე ობჩას საბავშვო ბაღებს ესტუმრება.
26 დეკემბერს სოფელ ხანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გაახარებს.
27 დეკემბერს სოფლების - როკითის, დიდველას და ვარციხეს - საბავშო ბაღების სტუმარი იქნება.
28 დეკემბერს სოფელ ფერსათის, წითელხევის და როხის საბავშო ბაღებში შეისეირნებს.
29 დეკემბერს სოფელ დიმის სამ საბავშვო ბაღში მივა.
30 დეკემბერს კი თოვლის ბაბუა ბაღდათის №1, ბაღდათის №2 და სოფელ წყალთაშუას ბავშვებს მოინახულებს.
ბაღდათელი ბავშებისთვის გამზადებულ სასაჩუქრე კალათაში, რომელსაც თოვლის ბაბუა დაარიგებს, მოთავსებული იქნება:
საღეჭი კანფეტი, შოკოლადი, ვაფლის კანფეტი, კარამელი, კანფეტი ვაფლის კორპუსით, ჟელირებული კანფეტი სხვადასხვა ხილის არომატით, ვაფლის მილები შოკოლადის გლაზურით, ბისკვიტი შოკოლადის გლაზურით, ჯოხიანი კანფეტი, დრაჟე შოკოლადიანი გლაზურით, კანფეტი დაფარული რძიანი შოკოლადით, მრგვალი კაკაოს პეჩენია რძიანი კრემით, რძიანი შოკოლადი ვაფლით.
თოვლის ბაბუას საჩუქრებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 9 237 ლარი დახარჯა.
იხილეთ ასევე:
როდის იწყება და მთავრდება საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში