დღის თემა
etaloni.ge
პოლონელმა მუსიკოსმა საბავშვო ბაღების მუსიკის მასწავლებლებს აქტივობები ასწავლა
12.12.2022

პოლონელმა მუსიკოსმა და სკოლამდელი განათლების ექსპერტმა  პიოტრ კაიამ თბილისში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა, რომლის თემაც იყო საბავშვო ბაღში მუსიკალური განათლება და მას ყვარლის საბავშვო ბაღების პედაგოგებიც ესწრებოდნენ, - აღნიშნულ ინფორმაციას ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.

როგორც გაერთიანება იტყობინება, ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან ტრენინგს ესწრებოდნენ სოფელ ახალსოფლის ბაღის მუსიკის მასწავლებელი მალინა მარტიაშვილი, ყვარლის მე-3 საბავშო ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი ნინო ზალატარევა და გაერთიანების მეთოდისტი ირმა ველიაშვილი.

აღნიშნული ტრენინგის შემდეგ, ტრენინგგავლილმა პირებმა ყვარლის პირველ საბავშვო ბაღში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელთან ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გაზიარების მიზნით.

შეხვედრაზე განხილული იყო 4 მოდული შესაბამისი მუსიკალური აქტივობებით:

  1. როგორ ვითარდება ცნობისმოყვარეობა, როგორ შევქმნათ საინტერესო გარემო;
  2. კვლევის უნარების განვითარება;
  3. ინდივიდუალურობა და ჯგუფური მუზიცირება;
  4. შემოქმედებითობა მუსიკით და ცეკვით.

იხილეთ ასევე:

თელაველი ბაღის მასწავლებლის სიმღერები ქვეყნის აღსაზრდელებისთვის ყოველდღიურობა გახდება

საბავშვო ბაღების მუსიკის მასწავლებლების გადამზადების პროექტს აურზაური მოჰყვა - „როგორი გადაპრანჭული პედაგოგიკაა საქართველოში“

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი