დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში აუცილებელია, ბავშვთა კვების დღიური მენიუ კედელზე გამოიკრას
09.12.2022

საბავშვო ბაგა-ბაღების ბაღების ბავშვთა კვების დაწესებულების გარემო, მენიუ თუ იქ მოქცევის წესები კანონით არის დარეგულირებული.

ბავშვების კვების დაწესებულებაში უნდა არსებობდეს შესაბამისი აღჭურვილობა, ჭურჭელი და ავეჯი.

ბავშვი მაგიდასთან უნდა იჯდეს სწორად - სკამი მაგიდის კიდიდან 2 სმ-ით შიგნით უნდა იყოს შეწეული, ასევე აუცილებელია დაცულ იქნეს ავეჯის, სკამისა და მაგიდის ზომები ბავშვის სიმაღლესთან მიმართებაში.

კერძები უნდა იყოს ლამაზად გაფორმებული და ზომიერი ტემპერატურის.

კვების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს აუჩქარებლად, მაგრამ არაუმეტეს 30 წთ-ის განმავლობაში ჯანმრთელი ბავშვებისათვის, ხოლო რიგი პათოლოგიების შემთხვევაში კი არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დრო არ დაიკარგოს მომდევნო კერძების ლოდინში.

ბავშვები, რომლებიც კვებას დაასრულებენ, სასურველია ადგნენ მაგიდიდან და თავი გაირთონ პასიური თამაშებით.

ცუდი მადის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბავშვის კვება განხორციელდეს დაძალების მეთოდით. ასეთ ბავშვს შესაძლებელია შესთავაზონ კენკრის ან ხილის წვენი. გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია, აგრეთვე მას მიეცეს მეორე თავი კერძი, რომელიც მდიდარია ცილებით, ხოლო შემდგომ კი პირველი თავი კერძის მცირე რაოდენობა.

დაუშვებელია ბავშვს კვების პროცესში მიეცეს სათამაშოები, ან მისი ყურადღება გადატანილ იქნეს ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ.

ადრეული ასაკის ჯგუფებში, სადაც ბავშვებს სძინავთ დღის ძილით, კვების რეჟიმი უნდა აიგოს ისე, რომ არ დაირღვეს ძილის რეჟიმი.

ბავშვთა კვების დღიური მენიუ აუცილებელია გამოიკრას კედელზე. მშობელს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია საღამოს საათებში ბავშვის კვების ორგანიზების შესახებ, რისთვისაც მან უნდა იცოდეს, თუ რა მიიღო ბავშვმა და რას სთავაზობენ საღამოს, ასევე შესაძლებელია გამოიკრას რიგი რეკომენდაციები, რჩევები სადღესასწაულო და დასვენების დღეებში ბავშვის კვების რაციონზე.

ზაფხულის პეროდში აქტიური დასვენებისას ბავშვთა სადღეღამისო რაციონის კალორიულობა უნდა გაიზარდოს 10-15%-ით, რაც მიღწეული უნდა იქნეს ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ბოსტნეულისა და ხილის რაოდენობის გაზრდით.

ზაფხულის პერიოდში ბავშვის კვების მენიუში ფართოდ უნდა ჩაერთოს ახალი ბოსტნეული – ოხრახუში, კამა, სალათის ფურცლები, მწვანე ხახვი, მჟაუნა, ნიორი და სხვა.

ცხელ დღეებში, ბავშვებში მადის ხშირი დაქვეითების პირობებში, რეკომენდებულია კვების რეჟიმის შეცვლა, რისთვისაც სადილი უნდა შეიცვალოს მეორე საუზმით, სამხარის ხარჯზე. სადილი უნდა იქნეს გადატანილი უფრო მოგვიანებით, სასურველია დღის ძილის შემდეგ.

იხილეთ ასევე:

რა დოკუმენტაციის წარმოება ევალება საბავშვო ბაღის აღმზრდელს თითოეული ბავშვისთვის

როგორ უნდა იზრუნოს საბავშო ბაღის აღმზრდელმა მშობლის განათლებაზე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი