დღის თემა
etaloni.ge
რა დოკუმენტაციის წარმოება ევალება საბავშვო ბაღის აღმზრდელს თითოეული ბავშვისთვის
09.12.2022

სააღმზრდელო დაწესებულება თითოეულ ბავშვზე აღმზრდელის მეშვეობით უნდა აწარმოებდეს ბავშვის განვითარების პორტფოლიოს, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყოველი თვის განმავლობაში განვლილი თემების, აღსაზრდელის მიღწევებისა და სირთულეების შესახებ, - წერია ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა სახელმძღვანელოში, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ არის შემუშავებული.

აღმზრდელმა პორტფოლიოში უნდა ჩააკრას აღსაზრდელის ნამუშევრები და ინდივიდუალური შეფასების ფურცელი, რომელშიც ნაჩვენები იქნება ამა თუ იმ თემატიკის გავლისას, რა მიღწევები ჰქონდა ბავშვს ან რა სირთულეები შეექმნა. აქვე უნდა გააკეთოს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების ჩანაწერებიც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში, პორთფოლიოსთან ერთად, უნდა არსებობდეს ბავშის განვითარების ინდივიდუალური გეგმა, სადაც ასახული იქნება აღსაზრდელის მოკლე და გრძელ ვადიანი მიზნები, მიზნის მისაღწევი აქტივობები და ა.შ.

აღმზრდელს ევალება ასევე ყოველდღიურად აწარმოოს აღსაზრდელთა აღრიცხვის ჟურნალი, ბავშვის ხშირი გაცდენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს მშობელს, დაადგინოს გაცდენის მიზეზი და მოიკითხოს აღსაზრდელი.

ბაღში მყოფი ყველა ბავშვის შესახებ არსებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, ბავშვის ბაღში მოყვანა-წაყვანაზე პასუხისმგებელი პირები, ჯანმრთელობის ბარათი, სადაც მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რაც გასათვალისწინებელია ბაღში ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სასურველია, ბავშვის შესახებ არსებულ დოკუმენტაციაში ასევე იყოს მშობლის კითხვარიც, სადაც მოცემულია ინფორმაცია ბავშვის ინდივიდუალურ ინტერესებზე, რესურსებზე, მშობლის მოლოდინებზე და ა.შ.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა იზრუნოს საბავშო ბაღის აღმზრდელმა მშობლის განათლებაზე

საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მშობლებთან ურთიერთობის დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი