დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მშობლებთან ურთიერთობის დეტალები
29.11.2022

საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი ვალდებულია, ითანამშრომლოს თითოეული აღსაზრდელის მშობლებთან, გაითვალისწინოს ყველა ოჯახის კულტურული მრავალფეროვნებისა და მათ თემში არსებული კულტურული კონტექსტი, - წერია გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობით შექმნილ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში.

აღნიშნული სტანდარტის მიხედვით აღმზრდელის თანამშრომლობა  ბავშვების მშობლებთან, ასეა ჩამოყალიბებული:

  1. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ოჯახთან და თემთან რეგულარული თანამშრომლობისას მიმართავს ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებსა და სტრატეგიებს.
  2. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ითვალისწინებს და პატივს სცემს თითოეული ოჯახის კულტურულ მრავალფეროვნებასა და თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.
  3. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისას ითვალისწინებს და იყენებს ოჯახის წევრებისგან ბავშვის შესახებ მიღებულ ინფორმაციას.
  4. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს ბავშვების ოჯახების ჩართულობას სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე.
  5. აღმზრდელ-პედაგოგი გეგმავს საქმიანობებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების ოჯახებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.
  6. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა ფორმით (მაგ.: საინფორმაციო შეხვედრები, შესაბამისი ლიტერატურის გაზიარება) ხელს უწყობს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა განათლებასა და ინფორმაციის მიწოდებას ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, სკოლამდელი განათლების მნიშვნელობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ.
  7. აღმზრდელ-პედაგოგი იყენებს თემში არსებულ რესურსებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას.
  8. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებებთან (სახელმწიფო უწყებები ცენტრალურ/ადგილობრივ დონეზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.), რომლებიც ბავშვთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ საზოგადოებას.
  9. აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კონფიდენციალობის დაცვითა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით თანამშრომლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან თითოეულ ბავშვთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მათი განვითარების დონე, ინდივიდუალური თავისებურებანი და ა.შ.) მისაწოდებლად.
  10. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა შეადგინოს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა დღის განრიგი - ბავშვებს ამისთვის დრო აუცილებლად უნდა დარჩეთ

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი