ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში გაწერილია სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი, ხარისხიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მისაწოდებლად, ვალდებულია, ბავშვისა და მისი მშობლისა თუ კანონიერი წარმომადგენლის უფლებების სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, საყოველთაო ხელმისაწვდომობა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, მთავრობა ამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც გადასინჯვასა და განვითარებას არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება.
მთავრობა ასევე ამტკიცევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ტექნიკურ რეგლამენტებს, რომელიც დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას და კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებს ეხება.
მთავრობა ვალდებულია, მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ხელის შეუწყოს დაწესებულების ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროცესში შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის საქმეში ერთვება და მთავრობა მათ მიერ წარდგენილ ტექნიკურ რეგლამენტს ამტკიცებს.
განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, მთავრობა ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს.
იხილეთ ასევე:
რომელ საბავშო ბაღებს ექნებათ მუშაობის უფლება 2023 წლიდან
203 აღმზრდელ-პედაგოგით ნაკლები და 20-ით მეტი საბავშვო ბაღი - განახლებული სტატისტიკა