„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, ასევე - მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, ვალდებულნი არიან გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნება ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას.
საბავშო ბაღების რეგისტრაციის პროცესი, 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. 2023 წლიდან ადრეული აღზრდისა და განათლების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ დაწესებულებებს.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში საბავშვო ბაღის ავტორიზაციის შესახებ წერია:
1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია.
რაც შეეხება დაწესებულების ავტორიზაციის პირობებს, კანონში ასეა გაწერილი:
1. ავტორიზაციის მაძიებელი იურიდიული პირი/ავტორიზებული დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, თუ:
ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, შესაბამისად;
ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
ე) დაწესებულებაში ადამიანური რესურსის კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან შეწყვეტას.
საბავშვო ბაღებისათვის ავტორიზაციის ვადა 4 წელია.
რეგისტრაციისა და ელექტრონული სისტემის მოხმარების ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების ვიდეო ინსტრუქცია
დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მოხმარების ინსტრუქცია
იხილეთ ასევე: