დღის თემა
etaloni.ge
203 აღმზრდელ-პედაგოგით ნაკლები და 20-ით მეტი საბავშვო ბაღი - განახლებული სტატისტიკა
05.12.2022

ქვეყანაში მუნიციპალური საბავშო ბაღების რაოდენობა წინა სასწავლო წელთან შედარებით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, 20-ით მეტია - 1 648 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობა 1 668-მდეა გაზრდილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები ახლახან გაანაახლა.

ახალი მონაცემებით, ყველაზე ბევრი საბავშვო ბაღი იმერეთშია, ყველაზე ცოტა - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. აღსაზრდელთა რაოდენობით თბილისი ლიდერობს, ყველაზე ცოტა ბავშვი კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია. 

საჯარო საბავშვო ბაღებში, წინა სასწავლო წელთან შედარებით, 5 843 ბავშვით არის შემცირებული აღსაზრდელთა რაოდენობა, რაც ძირითადად იმას უკავშირდება, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლაში, პირველ კლასში, 6 წლამდე ასაკის ბავშვებიც მიიღეს.

რაც შეეხება  აღმზრდელ-პედაგოგების და აღმზრდელის თანაშემწეებს, სტატისტიკური მონაცემებით, წინა წელს თუ მათი რიცხვი 17 194 იყო, წელს 16 991-ია.

თბილისში საბავშვო ბაღების რაოდენობა არ გაზრდილა - ისევ 187 საბავშვო ბაღია. სამაგიეროდ, აღსაზრდელების რაოდენობა 57 957 -დან 55 987-მდე შემცირდა. აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღმზრდელის თანაშემწეების რიცხვი კი  5 610-დან 5 785 მდეა გაზარდილი.

აჭარაში, 2022-2023 სასწავლო წელს, 2 საბავშვო ბაღით მეტმა დაიწყო ფუნქციონირება და ახლა სულ 141 საჯარო სკოლამდელი დაწესებულებაა 14 222 აღსაზრდელით, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 10 ბავშვით მეტია. სამაგიეროდ, 1 825-დან 1 569-მდე შემცირდა აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღმზრდელების თანაშემწეების რაოდენობა.

გურიაში ისევ 85 საბავშო ბაღია 3 747 აღსაზრდელით. აღსაზრდელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 252-ით ნაკლებია. შემცირებულია ასევე აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა - 640-ის ნაცვლად წელს 585 მუშაობს.

იმერეთში საბავშვო ბაღების რაოდენობა 7 ერთეულით გაიზარდა და 300-ის მაგივრად ახლა 307-ია. აღსაზრდელთა რაოდენობა კი 19 765-დან 18 231-მდე შემცირდა, თუმცა მოიმატა აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობამ - იყო 2 642 და გახდა - 2 715.

კახეთში ბაღების რაოდენობა 231 -დან 228-მდე შემცირდა. 617-ით არის შემცირებული ასევე აღსაზრდელთა რაოდენობა და მათი რიცხვი 11 618-ს შეადგენს. აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა კი  1348-დან 1384-მდეა გაზრდილი.

მცხეთა-მთიანეთში გასულ წელს 70 მუნიციპალური საბავშვო ბაღი იყო, წელს კი 75-ია. აღსაზრდელების რაოდენობა 3 434 დან 3 272-მდე შემცირდა. შემცირდა ასევე აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა - საბავშო ბაღი 24-მა მათგანმა დატოვა და ახლა მათი რიცხვი 500-ია.

რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2 საბავშვო ბაღით ნაკლებია - 46. 866-დან 798-მდე შემცირდა ასევე აღასაზრდელების რაოდენობა, თუმცა პედაგოგებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა 6-ით, 175-დან 181-მდე გაიზარდა.

სამეგრელო–ზემო სვანეთში წელს 1-ით მეტი საბავშვო ბაღია - 263.  აღსაზრდელების რაოდენობა კი 11 739-დან 11 239-მდე შემცირდა. გაზრდილია აღმზრდელ-პედაგოგთა და მათი თანაშემწეთა რაოდენობა - იყო 1155 და გახდა 1342.

სამცხე ჯავახეთში, გასულ წელთან შედარებით, ორით მეტი საბავშვო ბაღია - 82. აღსაზრდელთა რაოდენობა აქაც შემცირებულია 5 848-დან 5481-მდე. პედაგოგების რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა და ამჟამად სკოლამდელი არზრდის დაწესებულებებში 659 მათგანი მუშაობს.  

ქვემო ქართლში 4-ით მეტი საბავშო ბაღია - 122. 14 056-დან 14 399-მდეა გაზრდილი აღსაზრდელთა რაოდენობაც. აღმზრდელ პედაგოგებისა და მათი თანაშემწეების რიცხვიც 48-ით გაიზარდა და მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 1241-ია დასაქმებული.

შიდა ქართლშიც 4-ით მეტი საბავშო ბაღია - 132. შარშან თუ აღსაზრდელთა რაოდენობა 10 370 იყო, წელს მათი რიცხვი 9 664-ია. 6-ით არის შემცირებული აღმზრდელ-პედაგოგიებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა და სულ 1 017-ია.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი