დღის თემა
etaloni.ge
როგორ საბავშვო ბაღებს გვპირდება მთავრობა - „მოეწყობა შენობა, ეზო, სივრცეები და მრავალი სხვა რამ, რის პრობლემაც დღეს არის“
28.11.2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაანონსა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარება რეგიონალური განვითარების მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს დაავალა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ახალი საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და კეთილმოწყობილი იქნება.

„2023 წლისთვის უკვე 100 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური სამუშაოები 2023 წელს დაიწყება. რა თქმა უნდა, სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება, თუმცა მთლიანობაში ის, რაც გაკეთდება ამ პროგრამის ფარგლებში, რეალურად მოგვცემს იმის შესაძლებლობას, თამამად ვთქვათ, რომ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები გვექნება უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, საუბარია ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე, რა თქმა უნდა, საუბარია იმ აუცილებელ საინჟინრო ელემენტებზე, რომელიც დღეს არ არის. რა თქმა უნდა, საუბარია სრულ ადაპტაციაზე იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და ყველა ინფრასტრუქტურულ ელემენტზე... მოეწყობა როგორც შენობა, მის შიგნით ეზო, სივრცეები და მრავალი სხვა, რის პრობლემაც დღეს არის და ამ კუთხით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და 2023 წელი იქნება რეალური სამუშაოების პერიოდი“, - ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სამ ეტაპად განხორციელდება და ამისათვის, საორიენტაციოდ მილიარდ 300 მილიონ ლარამდე თანხა იქნება ინვესტირებული.

იხილეთ ასევე:

ირაკლი ღარიბაშვილი: ბავშვების ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა ბაღებიდან უნდა დავიწყოთ

ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი