დღის თემა
etaloni.ge
მთავრობამ საბავშვო ბაღებისთვის 100 მილიონი ლარი გამოყო
28.11.2022

2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება - ამის შესახებ დღეს, 28 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მუშაობა სწორედ საბავშვო ბაღებიდან უნდა დაიწყოს.

„თქვენ იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით... გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამა. ეს განხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან და ამ პროგრამის დაფინანსებაში მიიმართება 100 მილიონი ლარი. ჯამში დაგვიჯდება 1 მილიარდ ლარზე მეტი - 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი ჩვენი გათვლებით და სრულად რეაბლიტირდება და აშენდება ახალი  ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით... ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ, ნამდვილად კარგ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე:

ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი