დღის თემა
etaloni.ge
თბილისელ ბავშვებს საახალწლოდ 10 ლარის ტკბილეული დაურიგდებათ
28.11.2022

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დედაქალაქში არსებული 186 მუნიციპალური საბავშო ბაღის 56 000 აღსაზრდელისთვის საახალწლო საჩუქარს ამზადებს.

სააგენტო საბავშვო ბაღის თითოეული აღსაზრდელის სასაჩუქრე შეფუთვაში მაქსიმუმ 10.50 ლარს გადაიხდის - ამის შესახებ იმ სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 25 ნოემბერს გამოქვეყნდა.

შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში ერთი შეფუთვა ტკბილეულის საწყისი სავაჭრო ფასია ათი ლარი და 50 თეთრი. შესყიდვის საერთო საწყისი სავაჭრო ფასი კი - 588 000 ლარი.

თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრ. ტკბილეულისგან. მათ შორის:

▪ შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 30 გრ. (რძიანი, შავი)

▪ ვაფლის ბატონი არანაკლებ 60 გრ.

▪ შოკოლადის ბატონი არანაკლებ 40 გრ.

▪ შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 5 სახეობა)

▪ კარამელის კანფეტი 4 სხვადასხვა სახეობა (ორი შიგთავსით) არანაკლებ 170 გრ.

▪ ჟელეს კანფეტი არანაკლებ 50 გრ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომწოდებლისთვის განსაზღვრულია შემდეგი სახის მოთხოვნები:

▪ თითოეული 450 გრ. ტკბილეულის ნაკრები შეფუთული უნდა იდოს საახალწლო თემატიკით ბრენდირებულ მუყაოს ყუთში.

▪ თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს.

▪ სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

▪ მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60 %, მინიმუმ 3 თვე მოწოდების მომენტისთვის.

▪ თითოეული საბავშვო ბაგა-ბაღისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს  2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

იხილეთ ასევე:

რა დახვდებათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო სასაჩუქრე კალათაში

რძიანი შოკოლადი ჰერი-ჰერის მსგავსი, ფენოვანი ფუნთუშა კრუასანის მსგავსი - ქედელი ბავშვებისთვის სახალწლო საჩუქრებს ამზადებენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი