ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე კალათების შესაძენად 47 500 ლარს გადაიხდის.
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საახალწლო საჩუქრების შესაძენად ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სატენდერო ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ საახალწლო ტკბილეულს 19 000 აღსაზრდელი მიიღებს.
საახალწლო საჩუქრები პატარებს მუყაოს ჩანთით გადაეცემათ, სადაც უნდა იყოს:
- ორცხობილა. შემადგენლობა: კაკაოთი და ვანილის გემოს მქონე კრემიანი შიგთავსი (29%), ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმები, კაკაოს ფქვილი (3,5%), სიმინდის სახამებელი, გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, სუფრის მარილი, ბუნებრივი არომატიზატორი ვანილი, რძის პროდუქტები. არანაკლებ 95 გრამიანი შეფუთვით. „ორეოს“ მსგავსი.
- ბისკვიტიანი ნამცხვარი. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, შაქარი, კვერცხის პროდუქტი, რაპსის ზეთი, სასმელი წყალი, შოკოლადის მასა (6%), რძის ფხვნილი უცხიმო, რძის ფხვნილი ცხიმიანი, სიმინდის სახამებელი, კაკაოს ფქვილი. არანაკლებ 30 გრამიანი შეფუთვით. „ბარნის“ მსგავსი.
- რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, მთლიანი რძის ფხვნილი, კაკაოს კარაქი, არომატიზატორი (ვანილი,ცხიმოვანი მჟავა), შაქარი, გლუკოზის სიროფი. არანაკლებ 45 გრამიანი შეფუთვით. „M&M“-სის მსგავსი.
- შოკოლადი კარამელითა და ნუგით. შემადგენლობა: კარამელი და ნუგა, რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, გლუტეინი. არანაკლებ 50.5 გრამიანი შეფუთვით. „სნიკერსის“ მსგავსი.
- კარამელით დაფარული რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, სოიოს ლეციტინი. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. „ტვიქსის მსგავსი“.
- შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, გლუტეინის, სოიოს ლეციტინის და კვერცხის ცილა, არაქისი, თხილი, ნუში. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. „ბაუნტის“ მსგავსი.
- რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძიანი შოკოლადი, არანაკლებ 50 გრამიანი შეფუთვით, შეკვრაში 4 ცალი. „ქინდერის“ მსგავსი.
- შოკოლადის კარაქი თავისი ჩხირებით. მოცულობა არანაკლებ 48 გრამი. „ნუთელა ენდ გო“-ს მსგავსი
- შოკოლადის ბატონი. მოცულობა არანაკლებ 43 გრამი. „ბუენოს“ მსგავსი.
- ორცხობილა. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი, მცენარეული ზეთი, ემულგატორები - სოიოს ლეციტინი, სიროფი (სასმელი წყალი,მჟავიანობის რეგულატორი-ლიმონმჟავა, საჭმელი სოდა, კვერცხი) არანაკლებ 430 გრამიანი შეფუთვით. „იუბილეინოეს“ მსგავსი.