დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა შეადგინოს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა დღის განრიგი - ბავშვებს ამისთვის დრო აუცილებლად უნდა დარჩეთ
24.11.2022

საბავშვო ბაღის ჯგუფში მუშაობის გრაფიკი, დღის განრიგი, საჭიროა როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგისთვის, - ამის შესახებ საუბარია პუბლიკაციაში „ბასკო უმცროსებს - პროგრამა 3-5 წლის ბავშვებისთვის“, რომელიც საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.

სპეციალისტების განმარტებით, ბავშებს უყვართ, როცა დადგენილია გარკვეული წესები, როდესაც იციან მოქმედებების თანმიმდევრობა და არ ელიან მოულოდნელობებს. პედაგოგისთვისაც უფრო მარტივია დღის სცენარის შემუშავება იმ ჩარჩოს ფარგლებში, რომელსაც ქმნის ყოველდღიური საქმიანობა.

დღის განრიგის შედგენისას გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად, მოძრავი თამაშები უნდა ენაცვლებოდეს წყნარი მუშაობის პერიოდებს, უნდა იყოს დაცული ბალანსი მასწავლებლის მიერ დაგეგმილ და ბავშვების ინიციატივით წამოწყებულ აქტივობებს შორის, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებულ აქტივოვბებს შორის. ბავშვებს ასევე აუცილებლად უნდა დარჩეთ დრო - დაახლოებით მთელი დროის 1/4 - თავისუფალი თამაშისათვის, ურთიერთობებისთვის, ერთმანეთთან და მასწავლებელთან სასაუბროდ.

ამავე დროს, დღის განრიგი უნდა იყოს მოქნილი, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საშუალება დაიგეგმოს აქტივობების მიმდევრობა თემის ლოგიკიდან გამომდინარე. მაგალითად, ჯერ თამაში ეზოში და თოვლის შეგროვება, შემდეგ ოთახში დაბრუნება და თოვლზე ექსპერიმენტების ჩატარება. ან ჯერ ოთახში პროფესიების თემაზე მუშაობა, ხოლო მერე სასეირნოდ გასვალა.

სავარაუდო დღის განრიგი საბავშვო ბაღში უნდა იყოს ასეთი:

  • საუზმე - 30 წუთი
  • დილის შეხვედრა - 15-20 წუთი
  • ჯგუფური მუშაობა - დაგეგმილი აქტივობა, რომელსაც მასწავლებელი მთელ ჯგუფთან ერთად ატარებს - 10 -15 წუთი
  • მცირე ჯგუფების სხვადასხვა ცენტრებში მუშაობა მონაცვლეობით - 1 საათი
  • ეზო - 1 საათი
  • სადილი - 30 წუთი
  • დასვენება - 1 საათი
  • მუსიკა ან/და ცეკვა - 20-30 წუთი
  • კითხვა - 15 -20 წუთი
  • მცირე ჯგუფების სხვადასხვა ცენტრებში მუშაობა მონაცვლეობით - 1 საათი
  • განვლილი დღის შეჯამება - 15-20 წუთი

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა მისწვდეს საჭირო ნივთს - დოკუმენტში გაწერილი უსაფრთხო გარემოს სტანდრტები საბავშვო ბაღებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი