საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საჯარო რეესტრის მიხედვით აღრიცხული საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, 1 648-ია. მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში 154 501 აღსაზრდელი ირიცხება, სადაც 17 194 აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე და ინკლუზიური განათლების სპეციალური პედაგოგი მუშაობს.
გასული სასწავლო წლის მონაცემებით, თბილისში 187 მუნიციპალური სააღმზრდელო დაწესებულებაა, სადაც 57 957 აღსაზრდელია აღრიცხული და - 5 610 აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე და ინკლუზიური განათლების სპეციალური პედაგოგი.
რაც შეეხება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს, ამავე მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის საბავშვო ბაღითა და აღსაზრდელით იმერეთი ლიდერობს - 300 სააღმზრდელო დაწესებულებაში 19 765 აღსაზრდელი ირიცხება.
ყველაზე ცოტა ბაღი რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია - 48, სადაც 866 აღსაზრდელი ირიცხება და 175 აღმზრდელ-პედაგოგი მუშაობს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ყველაზე მეტი საბავშვო ბაღი გორის მუნიციპალიტეტშია - 63, სადაც 5 878 აღსაზრდელია აღრიცხული და 606 - აღმზრდელ-პედაგოგი.
მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ცოტა, 3 საბავშვო ბაღია ახალგორის მუნციპალიტეტში, სადაც 374 აღსაზრდელი ირიცხება და 50 აღმზრდელ-პედაგოგია.
2020-2021 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი აღსაზრდელი ჰყავს იმერეთის რეგიონს - 19 765, ყველაზე ცოტა კი - რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს - 866.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, ყველაზე მეტი აღსაზრდელი ქუთაისშია დაფიქსირებული - 8 500, სადაც 37 ბაღია და 1029 აღმზრდელ-პედაგოგი.
ყველაზე ცოტა აღსაზრდელი ლენტეხის მუნიციპალიტეტშია, სადაც 15 საბავშვო ბაღში 137 ბავშვი და 44 - აღმზრდელ-პედაგოგი.
ყველაზე მეტი აღმზრდელ-პედაგოგი, რეგიონების მიხედვით იმერეთშია - 2 642, ყველაზე ცოტა კი რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 175.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, ყველაზე მეტი აღმზრდელ პედაგოგი ბათუმშია - 1085, სადაც ბაღების რაოდენობა 32-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე ცოტა აღმზრდელი კი ონის მუნიციპალიტეტს ჰყავს, სადაც სულ 4 ბაღი ფუნქციონირებს და 150 აღსაზრდელია დაფიქსირებული.
იხილეთ ასევე: