წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ კვების ბლოკსა და სამზარეულოებს ამოწმებენ.
ადგილობრივი საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბაგა-ბაღების მშობელთა კომიტეტის წევრებს კვებასთან და სამნეო ნაწილთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს აცნობენ, რის შემდეგაც ისინი ყველაფერის ათვალიერებენ და სამზარეულოში ულუფების გაცემის პროცესსაც ესწრებიან.
„ქალაქის მეორე საბავშვო ბაღში მშობლებმა დაათვალიერეს კვების ბლოკი, სადაც მზადდება საკვები ბავშვებისთვის. სამზარეულოში დაესწრნენ ულუფების გაცემის პროცესს. შემდეგ საწყობში გადაინაცვლეს, სადაც პროდუქტები მომზადებამდე ინახება“, - იტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება და აცხადებს, რომ ანალოგიური შეხვედრები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალურ ბაღში ჩატარდება.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებში ინსპექტირების ჟურნალები და კრიტიკული წერტილები მოწმდება