დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში ინსპექტირების ჟურნალები და კრიტიკული წერტილები მოწმდება
24.01.2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების, მათი დასაწყობებისა და საკვების მომზადების მონიტორინგი მიმდინარეობს.

როგორც სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება იუწყება, მუნიციპალიტეტის 28 საბავშვო ბაგა-ბაღს, მიმდინარე წლის იანვრიდან საკვები პროდუქტებით ექვსი კომპანია ამარაგებს და მომარაგების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამჯერად, კვების ბლოკი N1 საბავშვო ბაღში შემოწმდა.

„შემოწმდა ბაღებში შემოსული პროდუქტის ვადები, ხარისხი და შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე ჯგუფებში საკვების მიწოდების პროცესის მონიტორინგი განხორციელდა. გადამოწმდა კრიტიკული წერტილების მართვის პროცესი, შევსებული ფორმები და ინსპექტირების ჟურნალები...  მონიტორინგის ფარგლებში, მოწმდება გეგმები, ინდივიდუალური დაკვირვების ჩანაწერები და ჰიგიენის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები“, - ნათქვამია  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულების მიერ 24 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

საბავშვო ბაღის სამზარეულოს მშობლები ამოწმებენ

შეუძლია თუ არა მშობელს, ბავშვს სახლიდან მოუტანოს მზა საკვები?

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი