დღის თემა
etaloni.ge
რა შემთხვევაში სჭირდება ბავშვს დახმარება - ინსტრუქცია მშობლებისა და აღმზრდელებისთვის
04.01.2023

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ფსიქოლოგიური სამსახური მშობლებსა და აღმზრდელებს ინსტრუქციას სთავაზობს, რის მიხედვითაც ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება.

ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფასება უნდა მოხდეს, თუ:

  • გაქვთ ეჭვი, რომ ბავშვს აქვს განვითარების შეფერხება. შეფერხება, შესაძლოა, ვლინდებოდეს მხოლოდ ერთ ან რამდენიმე სფეროში.

  • თანატოლებთან შედარებით ნაკლებია ბავშვის ცოდნა და კომპეტენციები.

  • ბავშვის ლექსიკური მარაგი თანატოლებთან შედარებით მწირია.

  • გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ბავშვი ვერ იგებს, რას ეუბნებით, ვერ ხვდება მიცემულ ინსტრუქციას.

  • ბავშვი არ ამყარებს თქვენთან ან სხვა ადამიანებთან კონტაქტს, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ არ გეთამაშებათ, არ შემოდის კომუნიკაციაში, არ გაქცევთ ყურადღებას.

  • ბავშვი ვერ ახერხებს ყოველდღიური მარტივი ჩვევების ათვისებას და მნიშვნელოვნადაა მშობელზე დამოკიდებული ჭამის, ჩაცმის, ტუალეტის ჩვევებისა თუ სხვა სიტუაციებში.

იხილეთ ასევე:

რას ავალდებულებს კანონი საბავშვო ბაღის პერსონალს, თუ აღსაზრდელს ალერგია აქვს

„ბავშვების 70% კლინიკაში ტყუილად არის მოთავსებული“ - თემურ მიქელაძე მშობლებს პატარების აცრისკენ მოუწოდებს

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი