ზამთრის არდადეგები საბავშვო ბაღებში 29-30 დეკემბრიდან დაიწყო, თუმცა როდის განახლდება სწავლა მუნიციპალურ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს.
თბილისის საჯარო ბაღები მუშაობას 16 იანვრიდან განახლდება. ზოგ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 9 იანვრამდე ისვენებენ, ზოგში - 16 იანვრამდე და ზოგშიც - 23 იანვრამდე.
რაც შეეხება კერძო საბავშვო ბაღებს, როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, მათ უმრავლესობაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 31 დეკემბერსაც მიმდინარეობდა და 3 იანვრიდან ოფიციალურად განახლდა, თუმცა აღსაზრდელთა დიდი ნაწილი საბავშვო ბაღში არ გამოცხადებულა.
იხილეთ ასევე:
როდის იწყება და მთავრდება საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში