დღის თემა
etaloni.ge
თოვლის ფიფქები - სამყაროს უნიკალური ქმნილება
02.01.2023

ბუნებაში ორი ერთნაირი გამოსახულების მქონე ფიფქი არ არსებობს, - ამ დასკვნამდე მეცნიერები XIX საუკუნის 80-იან წლებში მივიდნენ, როდესაც ამერიკელმა ფოტოგრაფმა, უილსონ ბენტლიმ, მიზნად დაისახა ფიფქების კატალოგი შეედგინა.

პირველი ფოტოს გადაღება უილსონმა 1885 წლის 15 იანვარს მოახერხა. მას მერე კი 5 000-ზე მეტ ფიფქს გადაუღო სურათი და მათი შესწავლა თავის ფიზიკოს მეგობართან, პერკინსთან ერთად დაიწყო, რის შემდეგაც მეგობრებმა განაცხადეს, რომ ბუნებაში ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობდა.

ფიფქის შექმნა ღრუბლებში იწყება მტვრის ნაწილაკებიდან და წყლის ორთქლის წვეთებიდან, რომლებიც ერთიანდება და დაბალი ტემპერატურის გამო იყინება.

ფიფქების სირთულისა და მრავალფეროვნების გამო, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თითოეული მათგანი უბრალოდ უნიკალურია და ყველა მათგანს ექვსი თანაბარი მხარე აქვს, რაც ბუნებრივი ფენომენი გახლავთ.

ფიფქები წარმოადგენს კრისტალიზებული ყინულის სტრუქტურას და მათი მახასიათებლები დიდწილად დამოკიდებულია გარემოსა და ატმოსფერულ პირობებზე.

იხილეთ ასევე:

ნაძვის ხე ტკბილეულით და სათამაშოებით პირველად იესო ქრისტემ შეამკო - ახალი წლის მთავარი სიმბოლოს მორთვის ტრადიცია და ლეგენდები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი