დღის თემა
etaloni.ge
„დღეს ვნახე, როგორ ტიროდა ბაღის ბავშვი და ამ დროს როგორი ამაყი იყო ბაღის დირექტორი“
15.12.2022

სპეციალისტთა რეკომენდაციების მიხედვით, ბავშებისთვის ნებისმიერი აქტივობა ღირებული მაშინ არის, თუ ის ორგანული, ძალდაუტანებელი,  ბავშვისთვის სასიამოვნო და ინფორმატიულია. გარკვეულწილად ყველა ვთანხმდებით, რომ ზეიმები და სცენაზე სხვების დასანახად წარსდგომა ბევრ ბავშვს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს და თრგუნავს.

ამის მიუხედავად, ქვეყანაში ზეიმებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში პატარების მონაწილეობა მაინც აქტუალურია.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი დეტალურად აღწერს რა მდგომარეობაში ნახა პატარები, რომლებიც სცენაზე ძალდატანებით დააყენეს...

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვებზე ბევრი არ ფიქრობს. 2-დან 5 წლამდე ბავშვები ბაღებს გაყავთ ზეიმებზე საკონცერტო დარბაზებში. დღეს ვნახე, როგორ ტიროდა გრიბოედოვის თეატრში ბაღის ბავშვი სცენაზე დგომისას. როგორ ბედნიერნი იყვენენ მშობლები, რომ მათი შვილები სცენაზე იდგნენ. როგორ ამაყად იდგა ბაღის დირექტორი დ აროგორ ქვასავით გაქვავებული იდგა ბაღის პედაგოგი ბავშვების გვერდზე. ბავშვები ცეკვავდნენ და პედაგოგები იდგნენ.

ამ სტრესს იმითაც კი არ უმსუბუქებდნენ, რომ აღმზრდელმა ბავშვთან ერთად იცეკვოს ისე, როგორც პატარამ. მაგალითი მიანც იყავი იმ მოძრაობით... 2-3 წლის ბავშვები ბაღებს გამოჰყავთ და სცენაზე წარმოდგენას ამართინებენ. მათი თვალებიდან საოცარი განცდები და შიში მოდიოდა ამდენი ხალხის დანახვით.

ბავშვების ემოციებზე იფიქრეთ, დირექტორებო. სტანდარტებს მარტო საბუთად ნუ ეცნობით. ახალი კურუკულუმების დანერგვა სხვის საჩვენებლად არ გინდათ ბაღებში, ყველგან იფიქრეთ ბავშვებზე. მე დღეს ძალიან დათრგუნული მოვედი.

ძვირიან სამოსში საგანგებოდ ჩაცმული აღმზრდელები და დირექტორები, მშობელის დახარჯული ფულები ბავშვების სადღესასწუალო ფორმისთვის და ატირებული ბავშვები ამხელა დარბაზში, ამდენი ადამიანის თვალები და კამერები რომ მათკენაა მიმართული... ყველას გულში ის განცდა იყო, როდის წიაყვანდნენ სახლში“, - ყვება ბაღის აღმზრდელი.

იხილეთ ასევე:

რას მოიცავს ახალი წლის აქტივობის თემა საბავშვო ბაღებში

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი