დღის თემა
etaloni.ge
ვის ევალება საბავშვო ბაღში მეტყველების დარღვევის დროული გამოვლენა
15.12.2022

ლოგოპედი, რომელიც როგორც წესი, ზრუნავს აღსაზრდელთა მეტყველების სწორ ჩამოყალიბებაზე და ბავშვთა არტიკულაციის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით იკვლევს, ხომ არ არის გამოკვეთილი მეტყველების ნაკლოვანებები, საბავშვო ბაღებისთვის საჭირო და აუცილებელ ფუფუნებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სკოლმადელი აღზრდის დაწესებულებების უმრავლესობაში ამ პროფეისის წარმომადგენელი არ ჰყავთ.

რა ფუნქციები აკისრია და რის ცოდნა ევალება ლოგოპედს, რომელიც საბავშვო ბაღში დასაქმდება, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებშია გაწერილი.

საბავშო ბაღის ლოგოპედს ევალება, რომ ხელს უწყობდეს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევის ან შეფერხების დროულ გამოვლენას; კონსულტაციას უწევდეს აღმზრდელთან და მშობელთან თანამშრომობას და კონსულტირებას; მუშაობდეს ბავშვებთან იდივიდუალურად და მცირე ჯგუფებთან; თანამშრომლობდეს მულტიდისციპლინარულ გუნდთან.

სავალდებულოა, საბავშვო ბაღის ლოგოპედს ჰქონდეს უმაღლესი განათლება ლოგოპედიისა და ფსიქოლოგიის განხრით.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, საავალდებულოა, ამ  სპეციალობით 1 წელი მაინც ჰქონდეს ნამუშევარი.

საბავშვო ბაღის ლოგოპედს ევალება, იცოდეს: საკანონმდებლო აქტები,  საბავშვო ბაგა-ბაღის წესდება,  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, სკოლამდელი აღზრდის და განათლების მომსახურების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმები, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია და ასევე - კომპიუტერული პროგრამები.

იხილეთ ასევე:

რა ცნობის წარმოდგენა ევალება საბავშვო ბაღის მზარეულს ყოველი წლის დასაწყისში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი