თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს საბავშვო ბაღებში მზარეულისა და მზარეულის დამხმარის შესახებ ფუნქციებისა და ვალდებულებების კრიტერიუმები მკაცრად აქვს გაწერილი.
აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღის მზარეულისა და მისი დამხმარის ფუნქციები და ვალდებულებები ერთი და იგივეა.
საბავშვო ბაღის მზარეული და მისი დამხმარე პასუხისმგებლები არიან, საწყობიდან მიღებული პროდუქტების სათანადოდ ხარჯვაზე; ევალებათ, დაამუშაონ პროდუქტები და დაამზადონ საკვები. ასევე - უზრუნველყონ ბაგა-ბაღის კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების თავის დროზე ხარისხიანად მომზადება და ბავშვზე გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად მომზადებული საკვების გაცემა.
მზარეულმა და მისმა დამხმარემ უნდა აწარმოონ მზა საკვების ჩამოწერა და აღრიცხვა, დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური წესები საკვების მომზადებისას და ყოველი წლის დასაწყისში წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა ჭიების მატარებელზე, ბაქტერიულ და კანის დაავადებაზე.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მზარეულისა და მისი დამხმარეს მინიმალური განათლება საშუალო განათლება უნდა იყოს. მათ ევალებათ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა და გუნდური მუშაობის უნარი.
ისინი უნდა იყვნენ ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი, მოწესრიგეული, პუნქტუალური და ჰქონდეთ ორგანიზაციული და პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების მზარეულებსა და ექთნებს სპეცტანსაცმელი შეუძინეს