ახალი წელი ის ჯადოსნური დღესასწაულია, რომელიც ყველა პატარას ახალისებს და ბედნიერების განცდას უჩენს.
ახალი წლის მიმართ ყველას სხვადასხვაგვარი ემოცია გვაქვს, რაც გარკვეულწილად იმ გარემოზეა დამოკიდებული, სადაც ყოფნა გვიწევს.
ფსიქოლოგი ნანა ფიფია თვლის, რომ ახალი წლის დღესასწაულზე, შვილებისთვის ჯადოსნური გარემოს შესაქმნელად, მშობლების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია.
„ესაუბრეთ შვილებს მოახლოებულ ჯადოსნურ დღესასწაულზე. იმაზე, თუ როგორ ელოდებოდით ბავშვობაში ახალ წელს, როგორ ემზადებოდით თქვენს მშობლებთან ერთად.ზოგადად, გაუზიარეთ თქვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებები და ემოციები...
გადადეთ საქმეები, რომელიც არასდროს გელევათ და საღამო დაუთმეთ შვილებს.
ცხელს კაკაოს და მარშმელოუს ან ერთად მომზადებულ ორცხობილებს რომ შეექცევით შვილებთან ერთად, ეს წუთებია ჯადოსნური...
ემოცია - აი რა ამახსოვრდება ბავშვს ყველაზე უკეთ, იზრუნეთ დადებით განწყობაზე.
შინ გატარებული დრო და ემოცია ყველაზე ნამდვილი, წრფელი და ჯადოსნურია“ - ურჩევს ნანა ფიფია მშობლებს.
იხილეთ ასევე: