ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ მზარეულებს, მზარეულის თანაშემწეებს და ექთნებს სპეცტანსაცმელი შეუძინა.
„უნიფორმები დამზადებულია ნატურალური ქსოვილისაგან, რაც გვაძლევს საშუალებას დავიცვათ ჩვენი პერსონალის ჯანმრთელობა და სანიტარულ ჰიგიენურ ნორმები ჩვენს სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში“, - წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.