განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევს შექმნის, 2 200 ეგზემპლარად გამოსცემს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტებს მიაწოდებს, რაც 30 510 ლარი დაჯდება, - ამის შესახებ აღნიშნული ცენტრი 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტში წერს, რომელიც 22 ნოემბერს გამოაქვეყნა.
სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რა სახის აქტივობები იგეგმება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 2023 წლის განმავლობაში.
დაგეგმილია დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები, რომელიც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ამისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესის შემუშავება/წარდგინება 2023 წლის აპრილამდე უნდა განხორციელდეს.
უნდა მოხდეს დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან დაწესებულებების შესაბამისობის კითხვარების შემუშავება, დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის შემუშავება, შემუშავდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს დაკომპლექტებას...
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი, შემუშავდეს 3 ინსტრუმენტი/კითხვარი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების შეფასებას სტანდარტის შესაბამის კომპონენტთან მიმართებაში...
როგორც აღნიშნულ გზამკვლევშია ნათქვამი, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები და დაწესებულებების განმავითარებელი აქტივობები ეფუძნება მათი საჭიროებების კვლევას შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით.
დაგეგმილია ასევე დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის პილოტირება, რომელიც არანაკლებ 5 დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს, რაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს 9 000 ლარი დაუჯდება.
2023 წლის აპრილიდან წლის ბოლომდე სკოლამდელმა 1 300-მა დაწესებულებამ თვითშეფასება უნდა განახორციელოს. საბავშვო ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასებისთვის 600 000 ლარია გამოყოფილი.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იტყობინება, მათი 2021-2025 წლების სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე მათთვის მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების უკუკავშირი.
იხილეთ ასევე:
ბაღის დირექტორების გაძლიერება და აღმზრდელ-პედაგოგთა წახალისება - რას გეგმავს მთავრობა