დღის თემა
etaloni.ge
„შარშანაც 100 ლარს შეგვპირდნენ და საბოლოოდ, 32 ლარი მომემატა“ - ბაღის აღმზრდელი ხელფასების ზრდაზე
18.11.2022

„სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს და გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის პერსონალის ანაზღაურების 100 ლარით ზრდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 17 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

ბაღის თანამშრომლებს ხელფასი 2022 წლის ბიუჯეტითაც გაეზარდათ. ამ წლის ბიუჯეტი სკოლამდელი განათლებისთის 380 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. ხელისუფლება კი ამაყობდა, რომ საბავშვო ბაღის პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა.

რამდენს შეადგენს ბაღის თანამშრომელთა ხელფასი ამ ეტაპზე, ამის გასაგებად skolamdelebi.ge თბილისის ერთ-ერთი მუნიციპალური საბავშვო ბაღის აღმზრდელს ესაუბრა.

„დილის ცვლის აღმზრდელების ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარია, მეორე ცვლის, რომელიც დილის აღმზრდელზე საათნახევრით ნაკლებს ატარებს საბავშო ბაღში, 230 ლარს იღებს. აღმზრდელის თანაშემწეები 290-290 ლარს იღებენ. შარშანაც გვითხრეს, რომ 100-100 ლარი მოგვემატებოდა, მაგრამ მე პირადად 32 ლარი მომემატა მხოლოდ. აკლებენ საშემოსავლოს, საპენსიოს, ათას რამეს და ასე იტყუებიან! 100 ლარი რეალურად არავის ემატება,“- ამბობს ბაღის აღმზრდელი.

იხილეთ ასევე:

„ვინც ახლა საბავშო ბაღში მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი