დღის თემა
etaloni.ge
თვითშეფასება 511-მა საჯარო და 70-მა კერძო საბავშვო ბაღმა დაასრულა
11.07.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინირებითა და ხელშეწყობით მიმდინარეობს ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ თვითშეფასების განხორციელება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროცესის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, თვითშეფასების პროცესში ჩართულია 48 მუნიციპალიტეტის 1053 დაწესებულება. ივნისის თვის მდგომარეობით, თვითშეფასება დასრულებული აქვს 22 მუნიციპალიტეტის 511 საჯარო და 70 კერძო დაწესებულებას. 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს 348 საჯარო  და 124 კერძო დაწესებულების თვითშეფასების პროცესი. დანარჩენი რაოდენობა ეტაპობრივად განაწილდება და დაიგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ასევე:

„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

საბავშვო ბაღების თვითშეფასების ფორმა და წესი დამტკიცდა - დოკუმენტის დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი