დღის თემა
etaloni.ge
„ყველა ბაღში გვყავს 5 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელთა ვალდებულებაა მოამზადონ ინდივიდუალური გეგმა“ - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი
11.07.2023

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საბავშვო ბაღებში ინკლუზიური გარემოს შემქნა“, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩიქოვანი ამბობს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თბილისის ყველა საჯარო ბაღში აქვთ  სპეცპედაგოგის, ლოგოპედის, ფსიქოლოგის შტატი.

„გარდა ამისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, ემსახურება პერსონალური, ინდივიდუალური ასისტენტი, რომელიც ინდივიდუალური გეგმით მუშაობს თითოეულ ბავშვთან. 187 ბაღი გვაქვს თბილისში და ყველა ბაღში გვყავს მულტიგუნდი მინიმუმ 5 ადამიანის შემადგენლობით, რომელთა ვალდებულებაა სწორედ ის, რომ მოამზადონ ინდივიდუალური გეგმა ამ ბავშვების მდგომარეობის ხელშეწყობისთვის, უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საჯარო საბავშვო ბაღებში. ასევე, ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და შესაბამისი მოდულებით გადის გადამზადებას ბაღის პერსონალი“, - ამბობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი და აღნიშნავს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თბილისის ბაღებში ადგილები შეუზღუდავია და მომართვის მიხედვით ამატებენ პერსონალს.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელი: „საბავშვო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

„ქვეყანაში პარადოქსული სურათია - მთავრობა უკეთ ეხმარება მცირე საჭიროების მქონე ბავშვებს, ვიდრე მნიშვნელოვანი საჭიროებისას“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი