დღის თემა
etaloni.ge
სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის ფარგლებში 5 საბავშვო ბაღის პრობლემა მოგვარდა - „მიზანს წარმოადგენდა სათემო ჯგუფების გაძლიერება“
11.07.2023

იმერეთის განვითარების ცენტრმა, - World Vision, საქართველოს ადრეული სკოლამდელი განათლების პროექტის ფარგლებში, განახორციელა სათემო ადვოკატირება და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სათემო ჯგუფების გაძლიერება და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა.

როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულება იტყობინება, ინიციატივის ფარგლებში გაიწერა სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთობლივად განცორციელდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, ბაღდათის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების და საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად:

დაიგო პირველი ობჩის, მეორე ობჩის N1 და ბაღდათის N2 საბავშვო ბაღების შენობასთან მისასვლელი გზა.

დიდველის საბავშვო ბაღში მოხდა ეზოს შემოღობვა.

წითელხევის საბავშვო ბაგა-ბაღში კიბის ზედაპირი დაიფარა უსაფრთხო მასალით და მოხდა ფანჯრების ევრო გაღებაზე გადაკეთება.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგი ნეიროგანვითარების მიმართულებით ჩაუტარეს

როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ეზო - ჩამოკიდეთ ტაფები, ქვაბების სახურავები, ხისა და ლითონის დიდი კოვზები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი