დღის თემა
etaloni.ge
გოჩა ტყეშელაშვილის რჩევები ბავშვებს სკოლაში შესვლის წინ - ვიდეოგაკვეთილი
10.07.2023

„მშობლებო, მამიკოებო, ბებიებო, ბაბუებო, დეიდებო, ბიძებო, მამიდებო და ოჯახის სხვა უფროსო წევრებო - უყურეთ „პირველკლასელთა აკადემიას“ და აგვყევით“, - მოუწოდებს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი იმ ოჯახების წევრებს, რომელთა შვილებიც 2023 წლის სექტემბერში სკოლის კარს შეაღებენ.

უნიკალური წიგნ-რვეული, „პირველკლასელთა აკადემია“, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და უკვე არაერთი წელია, პატარებს აძლევს საბაზისო ცოდნას და უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც სკოლაში შესულებს სჭირდებათ.

სანამ „პირველკლასელთა აკადემიაში“ ჩაერთვებოდეთ, მზრუნველო მშობლებო და უფროსებო, წიგნის ავტორი მოგიწოდებთ:

ა) თქვენი პირველკლასელი მოაზროვნე პიროვნებად აღიარეთ და მოეპყარით როგორც თანასწორს;

ბ) თქვენს მოაზროვნე პირველკლასელს შეხედეთ, როგორც საქართველოს და სამყაროს მომავალს!

გოჩა ტყეშელაშვილი დარწმუნებულია, რომ წიგნში მოცემული თანამედროვე გაკვეთილების ციკლი პირველკლასელთა მასწავლებლებისთვისაც საყურადღებო იქნება და ბავშვების განვითარებაში მათაც ძალიან წაადგებათ!

აღსანიშნავია, რომ ავტორმა, წიგნ-რვეულში მოცემული გაკვეთილების ვიდეოვერსიებიც ჩაწერა. პირველი ვიდეოგაკვეთილი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ვიდეოგაკვეთილი N1.


იხილეთ ასევე:

ბათუმის ბაღებში თეატრალიზებული წარმოდგენები „პირველკლასელთა აკადემიის“ გადაცემით მთავრდება

„ამ წიგნით ვასწავლე ჩემს შვილს თამაშით ბგერების გამოთქმა, მეტობა და ნაკლებობა“ - მშობელი „პირველკლასელთა აკადემიაზე“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი