დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია დაინერგა - გადამზადდა 150 აღმზრდელი
10.07.2023

ქუთაისის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში პროგრამა „ჰარტი“ დაინერგა. 

ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, „გადავარჩინოთ ბავშვების“  ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო „ბაგრატში“ გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას ბაგა-ბაღების  აღმზრდელებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები  გადაეცათ.

2022 წელს გაფორმდა მემორანდუმი და დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაციამ  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ყველა, 37 ბაგა-ბაღში პროგრამა „ჰარტი“ დანერგა. 

„ჰარტი“ არის ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით ეხმარება პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში.

პროგრამის ეფექტიანობა დადასტურებულია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პილოტირების შედეგების კვლევებით.

პროგრამა განსაკუთრებით ეფექტურია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისათვის.

როგორც ადგილობრივი ბაგა-ბაღების გაერთიანება იტყობინება, პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, აღნიშნულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელა 150 000 ლარის ინვესტიცია, გადაამზადა 37 საბავშვო ბაღის 150 აღმზრდელი და ყველა მონაწილე უზრუნველყო აუცილებელი სამუშაო მასალით და სახელმძღვანელოთი.

იხილეთ ასევე:

რას მოიცავს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომლითაც საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს

12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი