რეგისტრაცია დაიწყო, მაგრამ საიტი არ მუშაობს - „არ იხსნება და როგორ დაიწყეთ, ნეტავ?“
თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში დღეს, 10 ივლისს, რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო, თუმცა საიტი, რომელზეც მშობლებს შვილების დარეგისტრირება შეუძლიათ, უკვე რამდენიმე კვირაა შეფერხებით მუშაობს, დღეს კი ბევრი ადასტურებს, რომ არამცთუ დარეგისტრირება, საიტზე, www.kids.org.ge, შესვლაც კი შეუძლებელია. „თქვენი არცერთი ლინკი არ მუშაობს და ნორმალურად მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რა არის ეს!“; „რა უბედურებაა, დედმამიშვილია და პირველი ეტაპი არ ეხებაო, ვაღარ გავიგე...“; „საიტი არ იხსნება და როგორ დაიწყეთ, ნეტავ?“; „2 წლის ხდება ბავში, საიტი წერდა, 2-3 წლიან კატეგორიას არ შეესაბამებაო, რაც ასე ასე არ არის. მილიონი ცდის მერე დარეგისტრირდა“, „ველოდები ათი საათიდან და არ იხსნება საიტი“; „დაეთანხმეთ, რასაც დაგიწერთ და ჩანაწერების ქვემოთ რეგისტრაციას აჭირეთ სწრაფად“, - წერენ მშობლები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე.
არ იხსნება ასევე ჩვენს ამ სტატიაში მითითებული საეგისტრაციო ფორმაც -
რა უნდა ჩაწეროთ სარეგისტრაციო ფორმაში და ვინ როდის შეძლებს ბავშვის ბაღში დარეგისტრირებას - ყველა დეტალი
იხილეთ ასევე:
რა შემთხვევაში შეიძლება, უკვე დარეგისტრირებული აღსაზრდელი საბავშვო ბაღში არ ჩაირიცხოს - დეტალებირა შემთხვევაში შეგიძლიათ 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დარეგისტრირება