ავტორიზაციის პროცესისთვის, რომელიც 2025-2030 წლებში განხორციელდება, აუცილებელია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კურიკულუმის დანერგვა და განხორციელება.
თვითშეფასების კითხვარის მიხედვით, რომელიც საბავშვო ბაღებმა 2023 წლის ბოლომდე უნდა შეავსონ, გაწერილია კურიკულუმის განხორციელების დეტალები:
► საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა უნდა შეესაბამებოდეს კურიკულუმით განსაზღვრულ პერიოდულობას და ხანგრძლივობას;
► კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმების შემუშავება თანამონაწილეობითი პროცესი უნდა იყოს და ხორციელდებოდეს ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის მიერ;
► საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებს;
► საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
► თამაში/თამაშის ელემენტები საგანმანათლებლო პროცესის, მათ შორის ტრანზიციის წარმართვის ძირითადი ხერხი უნდა იყოს;
► დღის განმავლობაში, თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს სხვადახვა ტიპის თამაშში ჩართვის საშუალება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად როგორც შენობაში, ისე მის გარეთ.
► დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
► დაწესებულებაში უნდა მოქმედებდეს საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმი;
► დაწესებულებას უნდა ჰქონდეს კურიკულუმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით.
► ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისი უნდა იყოს;
► დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსების ორგანიზება განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისი უნდა იყოს;
► დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში არსებული საგანმანათლებლო რესურსები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
► ჯგუფების ოთახები იმდაგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს ჰქონდეს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა;
► საგანმანათლებლო პერსონალი თანმიმდევრულად უნდა იყენებდეს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს;
► შეფასება უნდას ემსახურებოდეს თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენას განვითარების ყველა სფეროში;
► შეფასების შედეგები გამოყენებული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის/მოდიფიცირებისთვის;
► ბავშვის შეფასების პროცესი უნდა ითვალისწინებდე ოჯახის ჩართულობას.
იხილეთ ასევე: