დღის თემა
etaloni.ge
წლის საუკეთესო აქტივობა საბავშვო ბაღში, კეთილსინდისიერი საქმიანობა - ნომინაციები და დაჯილდოებულ აღმზრდელთა სია
10.07.2023

სენაკში სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ხანგრძლივი, წარმატებული  საქმიანობისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორს, ალექსანდრე ჯანჯღავას, მადლობის სიგელი გადასცა.

„დღეს, ბატონ ალექსანდრეს, ხანგრძლივი, წარმატებული,  საქმიანობისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადავეცი. ასევე, მინდა,  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების მესვეურთ, საბავშვო და ბაგა-ბაღების გამგეებს, აღმზრდელ-მასწავლებლებს, თითოეულ თანამშრომელს, გაწეული საქმიანობისა და  ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, გულითადი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნავს სენაკის მერი.

შეხვედრაზე საბავშვო ბაღები და აღმზრდელები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

ნახევარსაუკუნოვანი წარმატებული საქმიანობისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროში შეტანილი წვლილისთვის:

ძველი სენაკის პირველი საბავშვო ბაღის გამგე - მაყვალა ჯიმშელეიშვილი; თეკლათის საბავშვო ბაღის  ღვაწლმოსილი აღმზრდელ-მასწავლებელი - ნაილი კეკელიძე.

66 კრედიტიანი ტრენინგ გავლილი აღმზრდელ-მასწავლებლები და შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებლები:

ფოცხოს N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - მაია ბარამია; N1 საბავშვო ბაღის შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებელი - ნათელა ბესელია; N3 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - რიმა გეგენავა; N2 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ფატიმა გვარამია; ლეძაძამეს საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - იამზე გოგია; ფოცხოს N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ინდირა გოგია-ტორჩინავა; N1 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ელისო კილასონია; N5 ბაგა-ბაღის შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებელი - ინგა კილასონია; ხორშის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ხათუნა ლომაია; გეჯეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ნონა მაისაია; ნოსირის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ირინე მიმინოშვილი; ნოსირის საბავშვო ბაღის შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებელი - ლელა ოდიშარია; ნოქალაქევის საბავშვო ბაღის შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებელი - ნათია სანიკიძე; კოტიანეთის საბავშვო ბაღის შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებელი - ირმა სანიკიძე; N1 საბავშვო ბაღის შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებელი - ინდირა სიჭინავა; N5 ბაგა-ბაღის შემცვლელი აღმზრდელ-მასწავლებელი - მზია ქაჩიბაია; ნოქალაქევის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ბელა შაფათავა; N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - მადონა შონია; N6 ბაგა-ბაგის აღმზრდელ-მასწავლებელი - ნატო ცაავა; N2 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ლეილა ციკოლია;  ეკის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - ლელა ხარბედია; ძველი სენაკის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - სალომე ხარჩილავა; N3 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - აზა ჯაიანი.


წლის საუკეთესო აქტივობისთვის:

N1, N2 , N4, N6 ბაგა-ბაღები, N2 და ნოსირის საბავშვო ბაღები.

კონკურს „მწვანე ჯილდოს“ აქტიური მონაწილეები:

 N6 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - თამარ ქანთარია; ნოქალაქევის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი - თეა გვაზავა; ბაღის, „ოცნება“, აღმზრდელ-მასწავლებელი - მანანა გრიგოლია.

პირველი ივნისის ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის:

N1,  N2, N4, N6 ბაგა-ბაღები და N1, N2, მენჯის და ნოსირის საბავშვო ბაღები, ბაღი „ოცნება“.

კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის:

სკოლამდელი აღზდის გაერთიანების სპეციალისტი, საქმის წარმოებისა და კადრების აღრიცხვის საკითხებში - მარინე სიორდია.

როგორც სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება იუწყება, ბოლო წლების მანძილზე, სკოლამდელი აღზრდის სექტორში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.

სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები:

N1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

N2 და N6 ბაგა-ბაღების გადახურვის პროექტი;

N1 ბაგა-ბაღში - საბავშვო სივრცის მოწყობა;

თეკლათის საბავშვო ბაღის ცენტრალური გათბობის სისტემით აღჭურვა;

ხელფასები გაეზარდა ყველა თანამშრომელს;

პროფესიული 66 საათიანი ტრენინგ მოდულით, გადამზადდა 46 აღმზრდელ-მასწავლებელი;

ნოქალაქევის საბავშვო ბაღში, წყალმომარაგების მწვავე პრობლემა გადაწყდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს N3 ბაგა-ბაღის მშენებლობა.

უახლოეს პერიოდში დაიწყება ლეძაძამეს, ფოცხოს N2 და ძველი სენაკის N1 ბაგა-ბაღების მშენებლობა და იგეგმება - N2 და N6 ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია.

იხილეთ ასევე:

ბაღის გამგეების, უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ფუნქციები, ხელფასი და სხვა დეტალები

„საბავშვო ბაღი ის ფენომენია, ერთხელ გულით თუ შეიყვარებ, ვეღარ მოსცილდები“ - ღირსეული კვალის დამტოვებელ აღმზრდელებს მადლობა საჯაროდ გადაუხადეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი