დღის თემა
etaloni.ge
რა შემთხვევაში შეიძლება, უკვე დარეგისტრირებული აღსაზრდელი საბავშვო ბაღში არ ჩაირიცხოს - დეტალები
08.07.2023

მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის ამბავს, საკრებულოს სპეციელური დადგენილება არეგულირებს.

დადგენილების მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა ხდება:

  1. ბავშვის ჩარიცხვა წარმოებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
  2. რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარადგინოს ბავშვის მიღებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ჯანმრთელობის ცნობა;

გ) ბავშვის 2 ფოტოსურათი 3x4;

დ) მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობის ასლი;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

ვ) იმ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელიც აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები), სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესაძლებლობას ითვალისწინებს, უნდა წარმოდგენილი ინდა იქნეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.

რა შემთხვევაში შეგიძლიათ 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დარეგისტრირება

  1. თუ მითითებულ ვადებში აღნიშნულ დოკუმენტაციას არ წარადგენთ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის მოთხოვნით უქმდება განხორციელებული რეგისტრაცია.
  2. მითითებულ ვადებში აქ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბავშვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე და აღსაზრდელის მშობელთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.
  3. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აღსაზრდელის მომსახურება, დადგენილი სტანდარტებისა და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

იხილე ასევე:

რა უნდა ჩაწეროთ სარეგისტრაციო ფორმაში და ვინ როდის შეძლებს ბავშვის ბაღში დარეგისტრირებას - ყველა დეტალი

საზაფხულო ბაღი, რომელიც 1-ელიდან 31 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებს - ისარგებლებენ როგორც ქალაქში, ისე სოფელში მცხოვრები ბავშვები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი