დღის თემა
etaloni.ge
სტაფილოსა და ჯანჯაფილის სუპი - სასარგებლო წვნიანი პატარებისთვის
08.07.2023

ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა. სამედიცინო სამსახურ „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში მოცემული რეცეპტი, რომელიც სტაფილოსა და ჯანჯაფილისგან მზადდება, თქვენი პატარების მენიუს მრავალფეროვნებას შემატებს.

ინგრედიენტები 8-10 ულუფისთვის:

  • 1 ს/კ ზეთი
  • 2 მოზრდილი თავი ხახვი, დაჭრილი
  • 4 კბილი ნიორი, დაჭყლეტილი
  • 4 ს/კ ჯანჯაფილი, წვრილად გახეხილი
  • 1 კგ კარტოფილი, (სასურველია ტკბილი კარტოფილი), გათლილი და

დაჭრილი

  • 8 ცალი დიდი სტაფილო (1200 გ), გათლილი და დაჭრილი
  • 2 ლ წყალი (სასურველია 1 ლ წყალი +1 ლ ქათმის ნახარში)
  • 250 გ (1 ჭიქა) მაწონი
  • რამდენიმე ღერი მწვანილი ან მწვანე ხახვის ღეროები მოსართავად, დაჭრილი

მომზადების წესი

დიდ ტაფაზე ან სქელძირიან ქვაბში დაასხით 1 ს/კ ზეთი, დააყარეთ ხახვი, შუშეთ დაახლოებით 5 წუთს, დარბილებამდე, არ უნდა გახდეს ოქროსფერი, დაამატეთ ნიორი და ჯანჯაფილი, შუშეთ კიდევ 1-2 წუთს. დაამატეთ კარტოფილი, სტაფილო და წყალი, წამოდუღების მერე დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთს, ბოსტნეულის დარბილებამდე. გამორთეთ ცეცხლი და ცოტა შეაგრილეთ, შემდეგ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაანაწილეთ სუპი ჯამებში, მორთეთ მაწვნითა და მწვანილით.

იხილეთ ასევე:

როგორ დავამზადოთ პლასტელინი - დაგჭირდებათ 6 ინგრედიენტი

„ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, ფსიქოლოგიის ელემენტარული საფუძვლები უნდა იცოდეს“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი