დღის თემა
etaloni.ge
ბაღის გამგეების, უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ფუნქციები, ხელფასი და სხვა დეტალები
07.07.2023

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში აღმზრდელის, უფროსი აღმზრდელისა და გამგის ვაკანტურ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდა.

საკონკურსო პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - https://www.hr.gov.ge

ღია კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

  1. შემოსული განაცხაადების გადარჩევა;
  2. ტესტური გამოცდა;
  3. გასაუბრება;

საბავშვო ბაღის გამგის ფუნქციები:

  1. საქმისწარმოება;
  2. სტრატეგიული დაგეგმვა;
  3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მისი მართვა;
  4. აღსაზრდელთა მიღების, გარიცხვის პროცედურები, აღსაზრდელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები;
  5. ურთიერთობები დაწესებულებასა და მშობლებს შორის;
  6. თანამშრომელთა ფუნქციების და მოვალეობების მართვა;
  7. საბავშვო ბაღის თათბირის ოქმების შედგენა;
  8. პროდუქტების უწყისების შემოსავლისა და ხარჯთაღრიცხვის წიგნების კონტროლი;
  9. საბავშვო ბაღის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მართვა;
  10. პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;
  11. აღსაზრდელების სრული სიის მართვა;
  12. აღსაზრდელთა პირადი საქმეების მართვა;
  13. სასწავლო პერსონალის შეფასების დოკუმენტი;
  14. პასუხს აგებს საბავშვო ბაღის გამართულად ფუნქციონირებაზე;
  15. ადგენს საბავშვო ბაღის მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას
  16. აწარმოებს ბავშვების ჩარიცხვას, გადანაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, გადაყვანას.
  17. ქმნის აუცილებელ პიროებს ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  18. უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას;
  19. მონაწილეობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში, აკონტროლებს მის სრულყოფილად დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირებზე ისმენს ანგარიშებს;
  20. პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე;
  21. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს თანამშრომლების სამუშაოზე მოსვლის და წასვლის აღრიცხვის ჟურნალს;
  22. ვალდებულია, პერიოდულად გააცნოს ინფორმაცია მშობლებს საბავშვო ბაღებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საბავშვო ბაღის გამგის ადგილები ვაკანტურია ბათუმის მე-20, 33-ე, 35-ე და 36-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ხელფასი 1250 ლარი.

საბავშვო ბაღის უფროსი აღმზრდელის ფუნქციები:

  1. ასრულებს დირექტორის მოვალეობას, თუ დირექტორს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდება (დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საფუძვლის გამო);
  2. აგვარებს დირექტორთან ადმინისტრაციულ და სხვა ტექნიკურ საკითხებს;
  3. მონაწილეობს ახალი აღსაზრდელების მიღების პროცედურებში;
  4. აღრიცხავს საბავშვო ბაღის თანამშრომელთა სავალდებულო გამოცხადებისა და წასვლის დროს ჟურნალში;
  5. აკონტროლებს საბავშვო ბაღში ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს: დროული გამოცხადება და წასვლა, აღრიცხვა ჟურნალში, სამუშაო საათების მიზნობრივად გამოყენება.
  6. ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის და პედაგოგიური პერსონალის მუშაობის საკითხებში;
  7. სისტემატურად ამოწმებს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფებში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და სთავაზობს შესაბამის რეკომენდაციებს;
  8. მუშაობს თითოეული ასაკობრივი ჯგუფის პედაგოგიურ პერსონალთან ერთად, განიხილავს და ადგენს სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უზრუნველყოფს ამ პროგრამის გაანალიზებას, შეფასებას; ყურადღებას ამახვილებს მის ნაკლსა თუ წარმატებულ მხარეებზე და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს ახალ სტრატეგიებს;
  9. ხელს უწყობს პედაგოგიური პერსონალის პროფესიული თვალსაწიერის გაზრდას, აცნობს ახალ, თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდიკას;
  10. უზრუნველყოფს პედაგოგიური პერსონალის მომარაგებას ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო თვალსაჩიონებებით, წიგნებით, სათამაშოებით და სხვა საჭირო მასალით;
  11. უზრუნველყოფს დირექტორთან შეთანხმებით სხვადასვხა სახის ღონისძიების ორგანიზებას.

უფროსი აღმზრდელის ადგილები ვაკანტურია ბათუმის მე-5, მე-9, მე-19, მე-20, 32-ე, 36-ე საჯარო ბაღებში.

ხელფასი 1 000 ლარი.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის ფუნქციები:

  1. პასუხს აგებს თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვაზე;
  2. ადგენს სააღმზრდელო ჯგუფის განრიგს, გრძელვადიან სასწავლო გეგმას რომელსაც გააცნობს საბავშვო ბაღის გამგეს სპეციალურ შეხვედრაზე;
  3. აღმზრდელის თანაშემწესთან ერთად შეიმუშავებს მოკლევადიან სასწავლო გეგმას;
  4. საბავშვო ბაღის უფროს აღმზრდელსა და გამგეს ყოველთვიურად აბარებს ანგარიშს ჩატარებული ღონისძიებების თაობაზე;
  5. მონაწილეობს საბავშვო ბაღის აღმზრდელების თათბირებში; მშობლებთან მუშაობს ბავშვთა აღზრდის საკითხებზე;
  6. ხელ უწობს სსსმ ბავშვთა აღსაზრდელებისათვის სასურველი გარემო-პირობების შექმნას.

აღმზრდელის ადგილები ვაკანტურია ბათუმის 1-ელ, მე-5, მე-6, მე-8, მე-11, მე-12, მე-15, მე-20, 30-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე საბავშვო ბაღებში.

ხელფასი 980 ლარი.

კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების მიღების ბოლო ვადა ბაღის გამგისა და უფროსი აღმზრდელის პოზიციაზე 17 ივლისია, აღმზრდელებისთვის - 15 ივლისი. 

კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

 საკონკურსო კომისიის მისამართი - ქალაქი ბათუმი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N81. საკონტაქტო ტელეფონები: 577 26 1149, 591 98 88 58.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის 162 თანამშრომლის გადამზადებისთვის ტენდერი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

განათლების სამინისტრომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის კონკურსი გამოაცხადა - როგორ უნდა შეირჩეს 10 კანდიდატი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი