სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასასრულს, ბათუმის საბავშვო ბაღების გამოსაშვებ ჯგუფებში თეატრალიზებული წარმოდგენები იმართება.
წარმოდგენის მსვლელობისას, სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, დავით დიასამიძე, წიგნ-რვეულს, „პირველკლასელთა აკადემიას“, ურიგებს.
საშინაო მეცადინეობებისთვის შექმნილი წიგნი-რვეულის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სკოლაში წამსვლელ აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებაზე გაიმართა.
საბავშვო ბაღების დიდი ღონისძიება და საჩუქარი მერიისგან აღსაზრდელებს
საჩუქარი, რომელსაც აღსაზრდელები ბაღის დამთავრებისას იღებენ, პრიალა, ფერად ფურცლებზე დაბეჭდილი წიგნია, რომელიც, როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს ეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სკოლასთან და ანბანთან შეხვედრა ჰქვია.
„პირველკლასელთა აკადემია“ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა. ეს უნიკალური წიგნი-რვეული უკვე არაერთი წელია პატარებს აძლევს საბაზისო ცოდნას და უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც სკოლაში შესულებს უპირობოდ სჭირდებათ.
ინოვაციური წიგნი, ბათუმში, საჩუქრად 3000-მდე სასკოლო ასაკის აღსაზრდელს გადაეცემა.
იხილეთ ფოტოები: