დღის თემა
etaloni.ge
„საბავშვო ბაღი ის ფენომენია, ერთხელ გულით თუ შეიყვარებ, ვეღარ მოსცილდები“ - ღირსეული კვალის დამტოვებელ აღმზრდელებს მადლობა საჯაროდ გადაუხადეს
06.07.2023

სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასასრულს, ხობის მუნიციალიტეტის სკოლამდელმა სააღმზრდელო გაერთიანებამ გადაწყვიტა, დაგვიანებული მადლობა ეთქვა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც თავიანთი „წარუშლელი და ღირსეული კვალი დატოვეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“.

„სკოლამდელ დაწესებულებაში საქმიანობა ყველაზე საპასუხისმგებლო მისიაა. ამ სფეროში დასაქმებულებს ყველაზე უძვირფასესი, ბავშვის სიცოცხლე აბარიათ. ამ მოვალეობის გათავისება და პრაქტიკაში განხორციელება მათი  ყოველდღიურობაა, საქმიანობაა, გამოწვევაა. საბავშვო ბაღი ის ფენომენია, ერთხელ გულით თუ შეიყვარებ და შეისისხლხორცებ, მიუხედავად  ყოველდღიური რუტინისა, ვეღარ მოსცილდები. სწორედ, ასეთი საქმისადმი ერთგული  ადამიანები ქმნიან სკოლამდელების ისტორიას...

ვეფერებით და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს ღვაწლმოსილ ქალბატონებს - ლამარა ბერიშვილს, ლონდა პაჭკორიას, მზისადარ ნადარაიას, ლილი ქორიძეს, ვანელა გვაჯაიას, ფიქრია ჟორჟოლიანს, ნონა თოდუას და ნონა შონიას საბავშვო ბაღში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. თქვენი დაწყებული საქმეები ისევ ღირსეულად გრძელდება. უდიდესი მადლიერება ჩვენგან! მრავალმჟამიერ თქვენი სიცოცხლე!“ - ნათქვამია ხობის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის 45 აღმზრდელი და 5 მშობელი დააჯილდოვეს - „დიდი წვლილი შეაქვთ სკოლამდელი განათლების განვითარების საქმეში“

„მადლიერება მინდა გამოვხატო აღმზრდელების მიმართ დაუღალავი მუშაობისა და ბავშვების სიყვარულის გამო“ - სკოლამდელი დაწესებულების დირექტორი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი