ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექციის ცნობით, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 10 ივლისიდან დაიწყება და პირველი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ლანჩხუთში ბავშების ბაღებში დარეგისტრირება ელექტრონულად შეგიძლიათ აქ მითითებულ ბმულზე - https://lanchkhutikids.ge.
ელექტრონულად დარეგისტრირებულ აღსაზრდელთა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა დაიწყება 22 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით.
ქალაქისა და სოფელ მაჩხვარეთის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის საბუთები უნდა წარადგინოთ სკოლამდელი აღზრდის ცენტრში, სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დარეგისტრირებულებმა კი იმავე ბაღების მენეჯერებთან.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
1) მშობლის განცხადება;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
3) აღსაზრდელის ჯანმრთელობის ცნობა და სავალდებულო აცრების ფურცელი;
4) მშობლების პირადობების მოწმობების ქსეროასლები;
5) აღსაზრდელის ორი ფოტოსურათი 3×4
6) ცნობა სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების ბაზიდან ( არსებობის შემთხვევაში).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 21 მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს.
იხილეთ ასევე: