წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლების პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გადამზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ბაღის 162 თანამშრომელს ტრენინგები 2023 წლის 23 დეკემბრამდე, ქალაქ წყალტუბოში უნდა ჩაუტარდეს.
რა მოთხოვნები აქვს ბაღების გაერთიანებას ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციისადმი?
თითოეული მონაწილისათვის ტრენინგის კურსი უნდა შეადგინდეს:
► სატრენინგო-სალექციო კურსი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 11 სასწავლო დღისგან;
► თითოეულ სამუშაო-სასწავლო დღე უნდა შედგებოდეს 6 საათისგან;
► კურსი „აღმზრდელ-პედაგოგთა განვითარების ტრენინგ მოდული“ უნდა შედგებოდეს 66 საათისგან;
► ჯგუფში მსმენელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ადამიანს;
► ტრენინგის დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა მონაწილეთა შეფასება უნდა უზრუნველყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის #68/ნ ბრძანების შესაბამისად;
► მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მსმენელი ტრენინგის სრულყოფილი ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკითა და აღჭურვილობით (კომპიუტერი,პროექტორი და ა.შ);
► ტრენინგს უნდა ატარებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებული ორგანიზაციები/ტრენერები, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ მინიჭებული უნდა ქონდეს ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის #68/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ შესაბამისად;
► პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს მსგავსი ტრენინგის ჩატარების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი. ტრენერებს უნდა ჰქონდეთ მსგავსი ტრენინგის ჩატარების გამოცდილება;
► ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს სათანადოდ მომზადებული პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება. პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს მსგავსი ტრენინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა;
► ტრენინგი უნდა ჩაატაროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის მიერ აღიარებულმა ორგანიზაციამ/ტრენერებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
სატრენინგო ფასში მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს:
► ტრენერების ტრანსპორტირებას და საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა;
► სატრენინგო მასალები თითოეული მონაწილისათვის, მათ შორის: სამუშაო რვეული, საწერი კალამი, სკოლამდელი განათლების სტანდარტის გზამკვლევი, ტრენინგზე საკითხავი და ა.შ.;
► სერთიფიკატის დამზადების ხარჯი თითოეული მონაწილისათვის;
► ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მიმდინარე ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის ხარჯი.
სატნდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული მომსახურეობა მიღებულად ჩაითვლება მსმენელთათვის სერთიფიკატების გადაცემის და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
საბავშვო ბაღის 162 აღმზრდელის მოსამზადებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 45 360 ლარია გათვალისწინებული.
იხილეთ ასევე:
მასწავლებელთა სახლმა აღმზრდელ-პედაგოგთა ტრენინგებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები