თბილისის 150-ე ბაგა-ბაღში ფსიქოლოგებმა „სასკოლო მზაობის შეფასების ანგარიში“ წარადგინეს.
როგორც ბაღი იუწყება, პრეზენტაციის ფარგლებში გაანალიზდა და შეჯამდა ორი ჯგუფის აღსაზრდელთა წინასასკოლო უნარების განვითარების დონე.
„შეფასებამ გამოავლინა, რომ ორივე ჯგუფის აღსაზრდელების წინასასკოლო უნარები, განვითარების თვალსაზრისით, ასკობრივი ნორმის ფარგლებშია და არ შეინიშნება გამოხატული სირთულეები. პრეზენტაციისას ასევე გაჟღერდა რეკომენდაციებიც, რომლებიც ორიენტირდებოდა იმ მეთოდებზე, რაც კონკრეტული უნარების სტიმულირებას უზრუნველყოფს და უკეთეს შედეგებს პროგნოზირებს. ხაზგასმით აღინიშნა სსსმ აღსაზრდელების თვალსაჩინო პროგრესის შესახებაც, რაც ორივე ჯგუფის შემთხვევაში აშკარა შედეგებით დასტურდება“, - აღნიშნულია 150-ე ბაგა-ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: