მარტვილში სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი და საგანმანთლებლო-სააღმზედელო პროცესში მონაწილე ბავშვთა რამდენიმე მშობელი დააჯილდოვეს.
როგორც მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი იტყობინება, აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს პერსონალის მოტივაციის ამაღლებასა და მშობელთა ჩართულობის გაზრდის კურიკულუმით განსაზღვრულ შიდა/გარე აქტივობებში, რაც მეტად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების მხარდაჭერის საქმეში.
„თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის პრინციპებზე დაყრდნობით გამოვლინდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის 45 წარმატებული თანამშრომელი, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ სკოლამდელი განათლების ციკლური განვითარების საქმეში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 5 მშობელი, რომელნიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კურიკულუმის დანერგვისა თუ განხორციელების პროცესში.
ჩვენ ვზრუნავთ სკოლამდელი განათლების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე. ჩვენ ერთობით ვზრუნავთ საქართველოს მომავალზე!“, - ნათქვამია სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღში პატარებს ინგლისურად თამაში სტუდენტმა ასწავლა - „ეს პერსპექტიულია სკოლამდელ გარემოში“