ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან და მშობლებთან ერთად, საზაფხულო აქტივობებით გასული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეაჯამეს და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
საზაფხულო აქტივობები გამოირჩეოდა სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი, თემატური ღონისძიებებითა და მშობლების აქტიური ჩართულობით.
„საზაფხულო აქტივობებით შევაჯამეთ მიმდინარე სასწავლო სააღმზრდელო პერიოდი და 919 აღსაზრდელი გავაცილეთ ცხოვრების მომდევნო, მნიშვნელოვანი საფეხურისკენ. წარმატებები მინდა ვუსურვო ყოველ მათგანს და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო აღმზრდელ-მასწავლებლების მიმართ მათი დაუღალავი მუშაობისა და ბავშვებისადმი სიყვარულის გამო“, - ამბობს ადგილობრივი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღში პატარებს ინგლისურად თამაში სტუდენტმა ასწავლა - „ეს პერსპექტიულია სკოლამდელ გარემოში“